ერთ კალათში 60 ვაშლია, მეორეში -40. ყოველ დღე მეორე კალათიდან იღებენ 1 ვაშლს, ხოლო პირველში დებენ 2 ვაშლს. რამდენი დღის შემდეგ აღმოჩნდება პირველ კალათში 2 -ჯერ მეტი ვაშლი ვიდრე მეორეში?
მე-5 კლასი
მე ჩემს დაზე იმდენჯერ უფროსი ვარ, რამდენჯერაც ბაბუა არის ჩემზე უფროსი. ჩემი და ჯერ შვიდი წლის არ არის. რამდენი წლის ვარ მე, თუ ჩემი და ბაბუას წლოვანებათა ჯამი 84 წელია.
მე-6 კლასი
სამიზნეში სროლის დროს თითოეულ სროლაზე სპორტსმენი აზიანებდა ხან „რვიანს“ , ხან „ცხრიანს“ და ხან „ ათიანს“ და ერთხელ მაინც თითოეულ მათგანს. მთლიანდ მან შეასრულა 11 გასროლაზე მეტი და დააგროვა 100 ქულა. რამდენი გასროლა შეასრულა სპორტსმენმა და რამდენჯერ დააზიანა თითოეული სამიზნე („რვიანი“, „ცხრიანი“ ან „ათიანაი“)?