სპს "სკოლა-ლიცეუმი პრომეთე" განახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას
სკოლის მისიაა აღზარდოს:
- მოაზროვნე;
- განათლებული;
- თავისუფალი;
- კონკურენტუნარიანი;
- ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისმქონე;
- ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარით აღჭურვილი მოქალაქე
- თითოეულ მოსწავლეს მისცეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენის, ობიექტურად თვითშეფასებისა და მომავალი პროფესიის სწორად არჩევის შესაძლებლობა.
უზრუნველყოს:
- ”მშობლები-მოსწავლე-მასწავლებლები” წრედის შეკრულობა და ოპტიმალური ქმედითუნარიანობა;
- მასწავლებელთა მიერ მოსწავლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევების შეფასებათა მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის მაღალი ხარისხი;
- მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთშორის პატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს, დამოუკიდებელი მუშაობისა და შესვენებისათვის პირობების შექმნა.
მუდმივად იზრუნოს:
- მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესისა და უფლება-მოვალეობათა ცოდნა და უკომპრომისო დაცვაზე,
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, პედაგოგთა უწყვეტი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე.
ჩვენი ღირებულებებია:
- კომპეტენცია
- სანდოობა
- მზრუნველობა
- მუდმივი განვითარება;
- სამართლიანობა
- ურთიერთთანამშრომლობა და კეთილგანწყობილი გარემო.
ჩვენი მიზნებია:
- სასწავლო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად;
- მოსწავლეები აღჭურვოს აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც ნებისმიერ გარემოში ადაპტირებას, საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება;
- ჩამოაყალიბოს და განავითაროს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერება, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხიმგებლობის გრძნობა;
- ჩამოაყალიბოს და განავითაროს მოსწავლის აღქმა და პასუხისმგებლობის გრძნობა გარემოს მიმართ;
- სიღრმისეულად ასწავლოს საგნები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.