!!! მიმდინარეობს გვერდის განახლება !!!

სკოლა-ლიცეუმი
პრომეთე ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა საქართველოში.
იგი დაფუძნდა 1995 წელს და დაარსების
მომენტიდან, წარმატებით ემსახურება მთავარ იდეას: მონდომებულ მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლების მიღების
შესაძლებლობა, რაც აისახება მათ შედეგებში
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და ოლიმპიადებზე და ცხოვრებისეულ წარმატებებში.
სკოლა განთავსებულია გამწვანებულ და დაცულ ტერიტორიაზე. იგი წარმოადგენს სტანდარტულ სასკოლო შენობას (ყოფილი საჯარო), ფართე და
ნათელი საკლასო ოთახებითა და განიერი დერეფნებით, რომელიც მოიცავს:
- კომპიუტერით, სმარტდაფებითა და ტელემონიტორებით აღჭურვილ
საკლასო ოთახებსა და უცხო ენის კაბინეტებს;
- კომპიუტერულ კლასსა და საბუნებისმეტყველო
კაბინეტს სრულად აღჭურვილი ლაბორატორიით;
- კათედრის კაბინეტებს, სადაც თითოეული პედაგოგი ინდივიდუალური
სამუშაო ადგილით არის უზრუნველყოფილი;
- ბიბლიოთეკას, მდიდარი და მუდმივად განახლებადი წიგნების
ფონდით;
- სრულად აღჭურვილ ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტებს;
- სტანდარტულ და მცირე სპორტულ დარბაზებსა და გარე სპორტულ
მოედანს;
- გახმოვანების, განათებისა
და საპრეზენტაციო სისტემებით აღჭურვილ სააქტო დარბაზს;
- ჭადრაკის, ხელოვნებისა და ცეკვის ოთახებს.
ჩვენი მთავარი ფასეულობებია:
- შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მაღალი სტანდარტები
- თითოეული მოსწავლის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და რეალიზება;
- თავისუფალი, კრიტიკული აზროვნება;
- ცოდნის ეფექტური გამოყენება;
- საქმიანი ურთიერთობებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: შრომითი დისციპლინა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, მიზანზე კონცენტრირება, გუნდური მუშაობა, ქცევითი და საკომუნიკაციო უნარები;
- ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნისა და გარემოს წინაშე;
- მაქსიმალური მზაობა სკოლისშემდგომი ცხოვრებისათვის.
რა დაგხვდებათ სკოლა-ლიცეუმ პრომეთეში
- მაღალკვალიფიციური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგთა გუნდი;
- გაძლიერებული სწავლება აკადემიურ საგნებში;
- დამატებითი საგნები: არტ თერაპია; ლოგიკა; მხატვრული კითხვა და მეტყველება; ჭადრაკი; ცეკვა; წიგნიერება; პროგრამირება;
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა
- საოლიმპიადო და სარემედიაციო ჯგუფები
- სადიაგნოსტიკო და რეიტინგული წერები
- წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება
- სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებით
- ელექტრონული რესურსების მდიდარი და განახლებადი ფონდი;
- პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება
- თემატური თეატრალური დადგმები
- კონკურსები და კონფერენციები
- მუსიკალური, თეატრალური და სხვა ღონისძიებები
- მოსწავლეთა თვითმმართველობა - "დესპანები"
- ვერბალური უნარების განმავითარებელი "ხმამაღალი ფიქრები" და "Frankly Speaking"
- შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებთან;
- სხვადასხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში სტუმრობა;
- სხვა ეფექტური სასწავლო მეთოდების ძიება და დანერგვა
სკოლა-ლიცეუმ პრომეთეში ასევე შესაძლებელია დამატებითი სერვისების მიღება, როგორიცაა გახანგრძლივებული სწავლება, წრეები და სატრანსპორტო მომსახურება.