მოსწავლეთა მიღების წესი

მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცედურის დასაწყებად, აუცილებელია:
  1. წინასწარი განაცხადის შევსება;
  2. გასაუბრება მოსწავლესთან და მშობელთან (იურიდიულ მეურვესთან).
წინასწარი განაცხადი ივსება ონლაინ ამავე ვებ-გვერდზე, რომლის დაფიქსირების შემდეგ ხდება დაკავშირება მშობელთან (იურიდიულ მეურვესთან) და გასაუბრების ჩანიშვნა.
  • თუ განაცხადის მიზანია მომავალი სასწავლო წლისთვის ბავშვის შემოყვანა პირველ კლასში, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, სკოლის ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ რიგითობის პრინციპით, პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებისთანავე, 1 თებერვლიდან.
  • თუ განაცხადის მიზანია მოსწავლის გადმოყვანა სხვა სკოლიდან, ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ, როგორც კი გამოჩნდება მითითებულ კლასში თავისუფალი ადგილი.
გასაუბრების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში იწყება რეგისტრაციის პროცესი, რომელიც დეტალურად გაწერილია დოკუმენში, რომელსაც შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ: სპს სკოლა ლიცეუმ პრომეთეს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის წესი

!!!მნიშვნელოვანია!!!

ვიდრე მიიღებთ გადაწყვეტილებას, აუცილებლად გაეცანით სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს შესახებ ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია ამავე გვერდზე და შინაგანაწესს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე: შინაგანაწესი