26 მაისი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ეროვნული დღესასწაულია. საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებითა და ისტორიის პედაგოგის ნინო ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, X-1 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი წინაპრების მიერ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავლილი რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა და კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას ეროვნული ერთობისა და თავისუფლების ფასს.