კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
13 იანვარი, 2025 – 19 იანვარი, 2025
მე-4 კლასი
ერთ კილოგრამ ფქვილში, ერთ კილოგრამ შაქარსა და ერთ კოლოფ ყავაში უფრო მეტი გადაიხადეს, ვიდრე 1 კგ ფქვილში, 1 კგ შაქარსა და ერთ ცალ ღვეზელში. რომელი უფრო ძვირია ყავა თუ ღვეზელი?
მე-5 კლასი
გვანცამ შენიშნა, რომ იმ გვერდების ჯამი რომელზეც მისი წიგნია გადაშლილი არის 53. რომელ გვერდზეა გადაშლილი გვანცას წიგნი?
მე-6 კლასი
ბატკანი და ქათამი ერთად იმდენივე წონისაა, რამდენისაც ხბო, ბატკანი იმდენივეს იწონის, რამდენსაც ქათამი და გოჭი ერთად. სამი გოჭი იმდენივეს იწონის რამდენსაც ორი ხბო. რამდენი ქათმის წონაა ბატკანი? ხბო? გოჭი?
პასუხები
IV კლ. - 1 კგ ყავა > 1 კგ ღვეზელი
V კლ. - 26 და 27 გვერდზე
VI კლ - გოჭი = 6 ქათამი , ბატკანი = 7 ქათამი, ხბო = 8 ქათამი
გამარჯვებულები
ლუკა სამხარაძე - V კლ.
ცოტნე ყველაშვილი - V კლ.
ცოტნე ხაჟომია - V კლ.