კვირის ამოცანები

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.

← კვირის ამოცანებზე დაბრუნება

მათემატიკა

16 ნოემბერი, 2026 – 22 ნოემბერი, 2026

მე-4 კლასი 
კურდღელმა და დათუნიამ ერთად შეჭამეს 12 სტაფილო. კურდღელმა 4-ით მეტი სტაფილო შეჭამა, ვიდრე დათუნიამ. რამდენი სტაფილო შეჭამა დათუნიამ?

მე-5 კლასი 
4-მა საფეხბურთო გუნდმა გამართა ტურნირი წრიული სისტემით (თითოეულმა გუნდმა ყველა სხვა გუნდთან ითამაშა ზუსტად 1 მატჩი). სულ რამდენი მატჩი ჩატარდა ამ ტურნირზე?

მე-6 კლასი
ყუთში დევს 10 შავი, 10 თეთრი და 10 წითელი წინდა. მინიმუმ რამდენი წინდა უნდა ამოვიღოთ ყუთიდან უყურადღებოდ (ბნელ ოთახში), რომ აუცილებლად გვქონდეს ერთნაირი ფერის მინიმუმ 2 წინდა (ერთი წყვილი)?