კვირის ამოცანები

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.

← კვირის ამოცანებზე დაბრუნება

მათემატიკა

20 აპრილი, 2026 – 26 აპრილი, 2026

მე-4 კლასი

კლასში 36 ბავშვია, რომელთაგან 22 ბიჭია. ამ კლასის მოსწავლეთაგან 21 არ არის ფრიადოსანი, მათ შორის 4 გოგონაა. რამდენი ფრიადოსანი ბიჭია ამ კლასში?

მე-5 კლასი

ბაღში მხოლოდ ვაშლის და მსხლის ხეებია. ამ ბაღში მსხმოიარე ვაშლის ხეების რაოდენობა მატია არამსხმოიარე მსხლის ხეების რაოდენობაზე. რომელი უფრო მეტია ბაღში, მსხმოიარე ხეების რაოდენობა თუ მსხლის ხეების რაოდენობა?

მე-6 კლასი

იმ დროში როდესაც კურდღელი გადის 8 მეტრს, ძაღლი 12 მეტრს გაირბენს. კურდღელი 7 მეტრს 3 წამში გარბის. რამდენ წამში გაირბენს ძაღლი 35 მეტრს?


პასუხები

მე-4 კლასი

პასუხი: 5

მე-5 კლასი

პასუხი: მსხმოიარე ხეების რაოდენობა

მე-6 კლასი

პასუხი:  10 წამი

გამარჯვებულები

სესილი ქართველიშვილი IVკლ
ნინია სოხანეიშვილი Vკლ
ნიკოლოზ ზვიადაძე VIკლ
ლაზარე ხაჟომია - Vკლ