კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
16 თებერვალი, 2026 – 22 თებერვალი, 2026
მე-4 კლასი
ბურთი იატაკზე ყოველი დავარდნის შემდეგ ზევით ადის იმ სიმაღლის ნახევარზე, რომლიდანაც იგი ვარდება ქვევით. იატაკზე 7-ჯერ დავარდნის შემდეგ ბურთი ზევით ავარდა 5 სმ-ზე. რა სიმაღლიდან დააგდეს ბურთი თავდაპირველად?
მე-5 კლასი
საფულეში სულ 10 კუპიურაა. მათგან ზოგი კუპიურა 5 ლარიანია, ზოგი ათლარიანი, ზოგი ოცლარიანი. ცნობილია რომ ხუთლარიანი კუპიურების რაოდენობა 7-ით მეტია ათლარიანი კუპიურების რაოდენობაზე. რა რაოდენობის თანხაა სულ საფულეში?
მე-6 კლასი
ერთ მარშუტზე 36 ავტობუსი მუშაობს. ყოველი მათგანი ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობს და თითოეული სადგურიდან დროის ერთი და იგივე ინტერვალის შემდეგ გადის. რამდენმა ავტობუსმა უნდა დაივენოს , რომ დროის ეს ინტერვალი თავისი 1/3 -ით გაიზარდოს?
პასუხები
მე-4 კლასი
პასუხი: 640 სმ
მე-5 კლასი
პასუხი: 70 ლარი
მე-6 კლასი
პასუხი: 9
გამარჯვებულები
გიორგი კვარაცხელია მე-4კლ;
ნატალი ცაგარეიშვილი მე-4კლ;
აკაკი კოხრეიძე მე-5კლ;
ნიკოლოზ ბოკუჩავა მე-4კლ;
ილია ლაბაძე მე-4კლ;
თომა ჯოჯიშვილი მე-4კლ;
ნინი ბერიძე მე-4კლ;
მარიამ მეზვრიშვილი მე-4კლ;
სანდრო კვანტიძე მე-4კლ.