კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
19 იანვარი, 2026 – 25 იანვარი, 2026
მე-4 კლასი
კლასში 7 გოგონა და 19 ბიჭია. შესვენებაზე კლასის მოსწავლეთა ნახევარი ოთახიდან გავიდა. რა უმცირესი რაოდენობის ბიჭი შეიძლება იყოს მათ შორის?
მე-5 კლასი
ოთხმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა განსხვავებული რაოდენობის გოლი. მესიმ გაიტანა ყველაზე ცოტა, ხოლო დანარჩენმა სამმა ჯამში გაიტანა 20 გოლი. რა უდიდესი რაოდენობის გოლი შეიძლება გაეტანა მესის?
მე-6 კლასი
m და n ერთზე მეტი, განსხვავებული ნატურალური რიცხვები აკმაყოფილებენ პირობას: 1/m+1/n=5/6 ; იპოვეთ m + n.
პასუხები
მე-4 კლასი - პასუხი: 6
მე-5 კლასი - პასუხი: 4
მე-6 კლასი - პასუხი: 5
გამარჯვებულები
ნიკოლოზ ბოკუჩავა - მე-4 კლ