კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
1 დეკემბერი, 2025 – 7 დეკემბერი, 2025
მე-4 კლასი
ბაჭიებს ერთად აქვთ 124 ყური. რამდენი თავი და ფეხი ექნებათ ერთად?
მე-5 კლასი
კარადასა და ტელევიზორს შორის დაშორება 3 მეტრია. რა იქნება მათ შორის დაშორება თუ ორივეს გადავაადგილებ 2 მეტრით მარჯვნივ?
მე-6 კლასი
საპონს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა აქვს. 7 დღის რეგულარული ხმარების შემდეგ საპნის ზომები 2-ჯერ შემცირდა. კიდევ რამდენი დღე გვეყოფა საპონი, თუ იგივე ინტენსივობით ვიხმართ?
პასუხები
მე-4 კლასი
პასუხი: 310 თავი და ფეხი
მე-5 კლასი
პასუხი: 3 მეტრი
მე-6 კლასი
პასუხი: ერთი დღე
გამარჯვებულები
ანასტასია ჯმუხაძე 5კლ;
ლილე ყველაშვილი 4კლ;
იოანე კაშია 4კლ;
ელენე წაქაძე 4კლ;
გიორგი ბახტაძე 5კლ;
დემეტრე ნატროშვილი 5კლ
აკაკი კოხრეიძე 5კლ;
ანდრია გელაშვილი 4კლ;
დანიელ რაზმაძე 4კლ;
ნიკო ბოკუჩავა 4კლ;
ანასტასია ორმოცაძე 5კლ;
ილია მამაცაშვილი 4კლ.