კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
3 ნოემბერი, 2025 – 9 ნოემბერი, 2025
მე-4 კლასი
რიცხვში 3 728 106 გადახაზეთ 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა (იმავე თანმიმდევრობით ) შეადგინოს:
ა) შესაძლებელთა შორის ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი;
ბ) შესაძლებელთა შორის ყველაზე მცირე ოთხნიშნა რიცხვი;
მე-5 კლასი
სამკუთხედის პირველი და მეორე გვერდების სიგრძეთა ჯამია 50 სმ., მეორესა და მესამის - 52 სმ. პირველისა და მესამის კი - 58 სმ. იპოვეთ ამ სამკუთხედის გვერდების ჯამი.
მე-6 კლასი
დათომ მწკრივში დგომისას აღმოაჩინა, რომ მის წინ იდგა ჯარისკაცების ნახევარი, მის უკან კი - 1/3 ნაწილი. მინიმუმ რამდენი ჯარისკაცი შეიძლება იყოს მწკრივში?
გამარჯვებულები
ლუკა სამხარაძე 6-1
ანა მესხი 4-2
ნიკოლოზ ბოკუცავა 4-4
ლიზი ბექაური 5-2
ლილე ყველაშვილი 4-2
ლაზარე ქარჩავა 4-4
ალექსანდრე კვარაცხელია 4-4
ვახტანგ შონია 4-3
ლ.ნოზაძე 6-1
ნიკოლოზ კელენჯერიძე 5-4
გაბრიელ რეხვიაშვილი 4-3
გიორგი კვარაცხელია 4-4
დემეტრე გუგულაშვილი 4-4
ბაია სამხარაძე 4-4
ნიკოლოზ სადღობელაშვილი 4-2