კვირის ამოცანები

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.

← კვირის ამოცანებზე დაბრუნება

მათემატიკა

20 ოქტომბერი, 2025 – 26 ოქტომბერი, 2025

მე- 4 კლასი
გიორგი პირველი სართულიდან ავიდა მესამე სართულზე და გაიარა კიბის 30 საფეხური. კიბის რამდენ საფეხურს გაივლიდა იგი თუ  პირველი სართულიდან მეცხრე სართულზე ავიდოდა?
მე-5 კლასი
რამდენჯერ უნდა მიუმატო უდიდეს ერთნიშნა რიცხვს უდიდესი ორნიშნა რიცხვი რომ მივიღოთ უდიდესი სამნიშნა რისცხვი?
მე-6 კლასი
გამოიცანით რებუსი:
ერთი+ერთი+ერთი+ერთი+ერთი=ხუთი
ე+რ+თ+ი=15
ერთნაირი ასოები ერთნაირი ციფრებია, სხვადასხვა ასოები სხვადასხვა ციფრებია.

გამარჯვებულები

1. ლილე ყველაშვილი 4-2ლ;
2. ილია ნოზაძე 6-1კლ;
3. ნიკოლოზ კელენჯერიძე 5-4კლ
4. ლუკა მალაციძე 4-1კლ;
5. ნიკოლოზ ბოკუჩავა 4-4კლ.