კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
29 სექტემბერი, 2025 – 5 ოქტომბერი, 2025
მე-4 კლასი
თიკამ თავისი მარკების ნახევარი მისცა თავის დას. ხოლო დარჩენილი მარკების ნახევარი მეგომარს, ამის შემდეგ დარჩა 9 მარკა. რამდენი მარკა ჰქონდა თიკას თავდაპირველად?
მე- 5 კლასი
გიორგი ფეხით ჩავიდა მეზობელ სოფელში. უკან დაბრუნებისას გზის პირველი ნახევარი მან გამოიარა ურმით, რომელიც მოძრაობდა ორჯერ უფრო ნელა, ვიდრე გიორგი ფეხით; გზის მეორე ნახევარი გამოიარა ველოსიპედით, რომლის სიჩქარე 5-ჯერ აღემატება გიორგის სიჩქარეს ფეხით სიარულისას. მეზობელ სოფელში ჩასვლაზე დახარჯა გიორგიმ ნაკლები დრო თუ უკან დაბრუნებაზე?
მე- 6 კლასი
რომელ წელს დაიბადა ნიკო თუ ის დღეს 2018 წლის 24 ივნისს დედაზე 30 წლით უმცროსია ხოლო, 8 წლის შემდეგ დედაზე 3-ჯერ უმცროსი იქნება?
გამარჯვებულები
ანა ჯიმშელეიშვილი 4-3 კლ;
გიორგი რობაქიძე 6-3 კლ.