კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
5 მაისი, 2025 – 11 მაისი, 2025
მე-4 კლასი
გოგონამ თავისი სახელის ყოველი ასოს ნაცვლად დაწერა მისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში და მიიღო 12117911290. რა ერქვა გოგონას?
მე-5 კლასი
1 ქილა კეფირი 50 თეთრით მეტი ღირს , ვიდრე 1 ქილა რძე, ვასომ იყიდა 7 ქილა კეფირი და 6 ქილა რძე, ამასთანავე, მან დახარჯა 68 ლარი და 50 თეთრი. რამდენი ლარი ღირს ქილა რძე?
მე-6 კლასი
ყუთში ჩაწყობილი ვაშლები ღირს 68 თეთრი, ცნობილია რომ ვაშლები 56 თეთრით მეტი ღირს , ვიდრე თავიდან ყუთი. რა ღირს ვაშლი ყუთის გარეშე?