კვირის ამოცანები

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.

← კვირის ამოცანებზე დაბრუნება

მათემატიკა

28 აპრილი, 2025 – 4 მაისი, 2025

მე-4 კლასი
წრე გაჭრეს ექვს ტოლ ნაწილად, მიღებული ნაჭრებიდან ერთ-ერთი - კიდევ ოთხ ტოლ ნაჭრად. ოთხად გაჭრილი ნაჭრებიდან აიღეს ერთი. ნახევარი წრის რა ნაწილი აუღიათ? 
მე-5 კლასი
ერთ ყუთში 8-ჯერ მეტი ბურთია, ვიდრე მეორეში, როცა პირველი ყუთიდან მეორეში 1 ბურთი გადაიტანეს, აღმოჩნდა, რომ მეორეში 7-ჯერ ნაკლები ბურთი იყო, ვიდრე პირველში, რამდენი ბურთია ორივე ყუთში ერთად?
მე-6 კლასი
გიორგიმ გადაწყვიტა ასანთის ღერებით კვადრატების აგება. ნახაზის მიხედვით პირველ დღეს  მან ააგო პირველი კვადრატი, მეორე დღეს შეავსო მეორე კვადრატამდე და ა. შ. რამდენი ახალი ასანთის ღერის აღება მოუწევს გიორგის მე-11 დღეს?

პასუხები

IV კლასი
პასუხი: 1/12 ნაწილი
V კლასი
პასუხი: 72 ბურთი
VI კლასი
პასუხი: 44 ასანთის ღერი.

გამარჯვებულები

ცოტნე ყველაშვილი