კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
მათემატიკა
17 თებერვალი, 2025 – 23 თებერვალი, 2025
მე-4 კლასი
ელექტრო საათზე არის 24 საათიანი ფორმატის ჩვენება. რა დროის განმავლობაში ვხედავთ ელექტროსაათის ციფერბლატზე 2-ს, თუ ცნობილია , რომ საათი აჩვენებს დროს წუთების სიზუსტით.
მე-5 კლასი
მამას სულ 14 შვილი ჰყავს. თითოეულ მათგანს ყოველ ახალ წელსა და დაბადების დღეს მამა წერილს უგზავნის ლექსად. შეიძლება თუ არა, ერთ წელიწადზე წერილების რაოდენობა იყოს:
ა) 30ბ) 20
მე-6 კლასი
ორშაბათს მეტყევემ გადაწყვიტა დიდი მუხის მოჭრა, თუ მეტყევე ყოველ დღე იმუშავებდა, მაშინ მუხა წაიქცეოდა 6 დღეში, მაგრამ მეტყევემ მუხისთვის მხოლოდ შაბათ დღეს იცლიდა. რამდენი დღე იდგა მუხა იმ ორშაბათიდან მანამ, სანამ წაიქცეოდა?
პასუხები
1. ა) არა. ბ) კი
2. 10სთ და 30წთ
3. 40 დღე
გამარჯვებულები
ცოტნე ყაველაშვილი - მე-5 კლასი