კვირის ამოცანები

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.

← კვირის ამოცანებზე დაბრუნება

მათემატიკა

10 თებერვალი, 2025 – 16 თებერვალი, 2025

მე-4 კლასი

კახა და მაკა ბაზარში წავიდნენ. კახა ეუბნება მაკას: „მომეცი 1 ლარი და მე მექნება 3 - ჯერ მეტი თანხა, ვიდრე შენ“.
მაკა პასუხობს: „არა, უკეთესია შენ მომცე 1 ლარი და ორივეს თანაბარი რაოდენობის თანხა გვექნება“.
რამდენი ლარი ჰქონია თითოეულს?

მე-5 კლასი

მებადურს შეეკითხნენ, თუ რამდენს იწონიდა მისი დაჭერილი თევზი.
მან უპასუხა:
"კუდი იწონის ერთ კილოგრამს,
თავი იწონის იმდენს, რამდენსაც კუდი და ტანის ნახევარი,
ხოლო ტანი იმდენს, რამდენსაც თავი და კუდი ერთად“.
რამდენს იწონიდა თევზი?


მე-6 კლასი

ბიჭს იმდენი და ჰყავს, რამდენიც ძმა.
ხოლო მის დებს ორჯერ ნაკლები დები ჰყავთ, ვიდრე ძმები.
რამდენი ბიჭი და რამდენი გოგონაა ამ ოჯახში?


პასუხები

მეოთხე კლასი: კახას - 5 ლ    მაკას - 3 ლარო


მეხუთე კლასი : თევზი იწონის 8 კგ


მეექვსე კლასი: დები - 3  ძმები - 4.

გამარჯვებულები

1. ლუკა სამხარაძე - 5-1 კლასი
2. ცოტნე ყაველაშვილი - 5-1 კლასი
3. მარიამ ბუხრაძე - 5-2 კლასი