კვირის ამოცანები
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ყოველკვირეული ამოცანები სხვადასხვა საგანში — აირჩიე თემა და ნახე ამოცანები, პასუხები და გამარჯვებულები.
ბიოლოგია
24 თებერვალი, 2025 – 2 მარტი, 2025
VIII კლასი
ილუსტრაციის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს

- სად შეიწოვება მონელებული საკვები ნივთიერებები?
- რომელი ქსოვილითაა აგებული 5 და 6?
- რომელ განყოფილებაში იშლება ცილები პეპტიდებამდე?
- რომელ განყოფილებაში შეიწოვება ვიტამინები?
- რომელი განყოფილების საჭმლის მომნელებელი წვენები შლის ცხიმებს?
IX კლასი
1. ილუსტრაციის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს:
- რა განსხვავებაა A და B ფოლიკულას შორის?
- დაასახელეთ C სტრუქტურა და ახსენით მისი როლი ქალის ორგანიზმში?
- რა პროცესს ასახავს P ?
- რომელი ჰორმონი უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის მომწიფებას?
- რომელი ჰორმონები გამომუშავდება საკვერცხეში?

2. გაიხსენეთ ყურის აგებულება და უპასუხეთ კითხვებს:
- რა აკავშირებს შუა ყურს ცხვირ-ხახასთან?
- რა ფუნქცია აქვს დაფის აპკს?
- რა თანმიმდევრობით გაივლის ბგერითი ტალღები სასმენ ძვლებს?
- ყურის რომელ სტრუქტურებში წარმოიმქმნება ნერვული იმპულსები?
- დაასახელეთ სმენის ანალიზატორის კომპონენტები.
X კლასი
1. უჯრედში მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის მეტაბოლური რეაქციები:
ა) ატფ-ის სინთეზი
ბ) გლუკოზის სინთეზი
გ) ტრანსკრიფცია
დ) სახამებლის დაშლა გლუკოზამდე
ე) რეპლიკაცია
ვ) ცხიმების წვა
ზ) კრეფსის ციკლი
თ) კალვინის ციკლი
ჩამოთვლილთაგან რომელია პლასტიკური და რომელი ენერგეტიკული ცვლა ?
2. ფოტოსინთეზში ვარჩევთ სინათლის და სიბნელის ფაზებს:
ა) სად მიმდინარეობს სინათლის ფაზა? სიბნელის ფაზა?
ბ) რა არის სინათლის ფაზის საბოლოო პროდუქტი?
გ) რომელ ფაზაში წარმოიქმნება გლუკოზა?
დ) რომელ ფაზაში მიმდინარეობს წყლის ფოტოლიზი?
3. დააკავშირეთ ფოტოსინთეზი და უჯრედული სუნთქვა ერთმანეთთან.
ჩაწერეთ თითოეული ციფრის შესაბამისი ნივთიერება და სტრუქტურა:

პასუხები
VIII კლასი
1. 1.9;2. ეპითელური ქსოვილი ;3. 3;4. 8 ;5. ნაღველი, პანკრეასის წვენი, ნაწლავის წვენი.
IX კლასი
1.
- A მოუმწიფებელი ფოლიკულა, B მომწიფებული ფოლიკულა
- C სტრუქტურა არის ყვითელი სხეული . მისი ჰორმონია პროჟესტერონი, რომელიც ამზადებს საშვილოსნოს ჩანასახის მისაღებად.
- ოვულაცია
- ესტროგენი
- ესტროგენი და პროჟესტერონი
2.
- ევსტაქის მილი
- გადასცემს რხევებს სასმენ ძვლებს
- ჩაქუჩი, გრდემლი, უზანგი
- ლოკოკინა და წონასწორობის ორგანო
- ლოკოკინა, სმენის ნერვი, საფეთქლის წილი.
X კლასი
1.
პლასტიკურია - ბ, გ, ე, თ
ენერგეტიკული - ა, დ, ვ, ზ
2.
ა) სინათლის ფაზა - თილაკოიდი, სიბნელის ფაზა - სტრომა
ბ) ჟანგბადი, ატფ, წყალბადატომი
გ) სიბნელის ფაზაში
დ) სინათლის ფაზაში
3.
- ნახშირორჟანგი;
- წყალი;
- ჟანგბადი;
- გლუკოზა;
- გლიკოლიზი;
- ატფ
XI კლასი
1.
ა) ტრანსლოკაცია;
ბ) გენომური მუტაცია;
გ) გენური;
დ) გენომური- პოლიპლოიდია ;
ე) გენური ;
ვ) გენური
2.
ა) მოდიფიკაციური;
ბ) მუტაციური;
გ) კომბინაციური;
დ) მოდიფიკაციური ;
ე) კომბინაციური;
ვ) მოდიფიკაციური
3. CcII X CcII CcIi X CcII
გამარჯვებულები
თამარ გოგიძე