← სიახლეებზე დაბრუნება

Pearson-ის საერთაშორისო შეფასების ტესტირება პრომეთეში

10 ნოემბერი, 2026

Pearson-ის საერთაშორისო შეფასების ტესტირება პრომეთეში

მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებლად პრომეთეში Pearson Level Test ჩატარდა. 

ტესტირება ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ორ ფორმატში განხორციელდა: დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის - Pearson Level Test Young Learners, უფროსკლასელებისთვის კი - Pearson Level Test. ტესტი ხელოვნური ინტელექტისა და ადაპტური ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობს - დავალებების სირთულე მოსწავლის პასუხების შესაბამისად იცვლება, რაც ცოდნის დონის უფრო ზუსტად შეფასებას უზრუნველყოფს. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის შემდგომი დაგეგმვისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლების ხელშეწყობისთვის.