← სიახლეებზე დაბრუნება

საშემოდგომო კოსტუმირებული კარნავალი პრომეთეში

3 ნოემბერი, 2026

საშემოდგომო კოსტუმირებული კარნავალი პრომეთეში

პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილის ფარგლებში სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ საშემოდგომო კოსტუმირებული კარნავალი ჩატარდა, რომლის ორგანიზებაც მე-9 კლასის მოსწავლეებმა უზრუნველყვეს.

მოსწავლეებმა:

დაგეგმეს ღონისძიების სარეკლამო კამპანია;

გაყიდეს დასასწრები ბილეთები;

შეადგინეს საჭირო ბიუჯეტი;

მოამზადეს კვების სივრცე;

დაგეგმეს გასართობი პროგრამა და სახალისო თამაშები;

ორდღიანი კარნავალის ფარგლებში მოსწავლეებმა საყვარელი ფილმების, მულტფილმებისა და ზღაპრების პერსონაჟების კოსტიუმები მოირგეს და საკუთარი შემოქმედებითი იდეები წარმოადგინეს.