← სიახლეებზე დაბრუნება

პრომეთეში კომაროვის შაბათის სკოლის ფილიალი გაიხსნა

2 ნოემბერი, 2026

პრომეთეში კომაროვის შაბათის სკოლის ფილიალი გაიხსნა

სკოლა-ლიცეუმ პრომეთეში კომაროვის შაბათის სკოლის ფილიალმა პირველ მოსწავლეებს უმასპინძლა.

ფილიალის გახსნა კომაროვის სკოლასა და სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

ამ მიზნით, კომაროვის სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა და პრომეთეს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბეიტრიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შაბათის სკოლის პროგრამა განკუთვნილია III-VI კლასების მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მათემატიკური ცოდნის გაღრმავებას, ლოგიკური და ანალიტიკური უნარების განვითარებას.

სწავლება მიმდინარეობს კომაროვის შაბათის სკოლის პროგრამით, კომაროვის სკოლის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული პედაგოგების მონაწილეობით.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის მათემატიკით დაინტერესებული III-VI კლასების ყველა მოსწავლისთვის, ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენა.

პრომეთეში - კომაროვის შაბათის სკოლის ფილიალის სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/3pfakQxcraruYxgb8

საკონტაქტო: 568152799