ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო პიკნიკში, გეოგრაფიის მასწავლებელ ქეთინო მერებაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ IX-4 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამაგიდო თამაში „გააერთიანე საქართველო“-ინტერაქტიული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც საქართველოს მხარეებისა და მუნიციპალიტეტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას პრაქტიკული და საინტერესო გზით უწყობს ხელს.

თამაშში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ, მონაწილეებს კი საგანმანათლებლო რესურსი - “საველე დღიური“ გადაეცათ