🎓 სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ VI კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას!
დაწყებითი საფეხური მოსწავლის საგანმანათლებლო განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაშიც იქმნება ის ცოდნა, უნარები და სასწავლო გამოცდილება, რომლებიც შემდგომი აკადემიური წინსვლის მყარ საფუძველს წარმოადგენს.
VI კლასის დასრულებით მოსწავლეები წარმატებით ასრულებენ დაწყებითი განათლების საფეხურს და სწავლას საბაზო საფეხურზე აგრძელებენ, სადაც მათ ახალი საგნები, უფრო მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი და განვითარების კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობები ელოდებათ.
მადლობა პედაგოგებს და ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ, მომავალ საფეხურზეც იმავე პასუხისმგებლობით, მონდომებითა და წარმატებით განაგრძონ საკუთარი საგანმანათლებლო გზა.
✨ წარმატებები საბაზო საფეხურზე!