
როცა გაკვეთილი სანახაობრივ ექსპერიმენტად გადაიქცევა…
პრომეთეში სასწავლო წლის დასასრულს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით, ტრადიციული ქიმიური შოუ ჩატარდა, რომელმაც მეცნიერება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ქიმიის მასწავლებლებმა წარმოადგინეს სახალისო, თვალსაჩინო და უსაფრთხო ექსპერიმენტები, რომლებმაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: წარმოდგენილი ექსპერიმენტები ჩატარდა პროფესიონალების მიერ, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. გთხოვთ, მსგავსი ცდები სახლში ან უფროსების ზედამხედველობის გარეშე არ გაიმეოროთ.