← სიახლეებზე დაბრუნება

თხზულებების ფესტივალი - დაჯილდობა

1 ივნისი, 2026

თხზულებების ფესტივალი - დაჯილდობა
📚პრომეთეში დაწყებითი კათედრის ორგანიზებით, მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით თხზულებების ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გაუზიარეს და მიღწეული წარმატებებისთვის სიმბოლური გულსაბნევებით დაჯილდოვდნენ✨
📖 ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა საბავშვო მწერლის, გივი ჩიღვინაძის სტუმრობამ. მწერალი მოსწავლეებს შეხვდა, გაესაუბრა მათ კითხვისა და წერის მნიშვნელობაზე, გაეცნო ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრებს და მათ შემოქმედებით გზაზე წარმატებები უსურვა🩵