🌿 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა! 🌍
ამ დღის აღსანიშნავად, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზო ახალი მცენარეებით გაამწვანეს🌱
პატარა ნაბიჯებიც კი დიდ მნიშვნელობას იძენს, როცა ბუნებაზე ზრუნვას ემსახურება.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ გარემოს დაცვა, მწვანე სივრცეების შექმნა და ბუნების მრავალფეროვნების გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. 💚