სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.