📝 📨 ჩვენს სკოლაში მალე დესპანთა გაერთიანების პრეზიდენტს აირჩევენ.
აქტიურ ფაზაში შედის კანდიდატთა კამპანია.
👨🎓გვინდა გაგაცნოთ ერთერთი კანდიდატი - ლუკა ჩოფიკაშვილი.
🎙️გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს რაც ნათლად გვაჩვენებს ლუკას პიროვნების ასპექტებს და მის გეგმებს.
🗣️"- მოგესალმებით ლუკა, როგორც ვიცით, მომავალ კვირაში დესპანთა გაერთიანების საპრეზიდენტო არჩევნებია. უთხარით ჩვენს მკითხველს რატომ უნდა აგირჩიონ პრეზიდენტად?
👨🎓- მოგესალმებით, ჩემი უპირველესი ამოცანაა მოსწავლეებს, რომლებსაც ამოძრავებს იდეები თუ როგორ გააუმჯობესოს სასკოლო გარემო, დავეხმარო სკოლის შიგა და გარე საჭირო რესურსების მოძიებაში. დესპანების გუნდთან ერთად დაძლიოს ის დაბრკოლებები, რომლებიც იდეების განხორციელების გზაზე შეგვხვდება. სწორედ ამიტომ მე მზად ვარ გულისყურით მოვუსმინო თითოეულ მოსწავლესა თუ მასწავლებელს. მეორე მხრივ,მნიშვნელოვანია იმ გამოწვევებთან გამკლავება რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლე. ამ დროს აუცილებელია, საჭირო ადამიანებთან აქტიური მუშაობა რათა მსგავსი გამოწვევები ერთობლივად დავძლიოთ რამდენადაც ეს სასკოლო გარემოში იქნება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესების განმავლობაში ერთმანეთს აქტიურად გავუწევთ ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერასა და გავცვლით გამოცდილებებს.
🗣️-უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა შედის თქვენს გეგმებში?
👨🎓გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამიტომ უკვე აქტიურად ვთანამშრომლობ ორგანიზაციასთან, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ, მოიპოვონ დაფინანსება და მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, საერთაშორის პროექტებსა თუ ვიზიტებში. ამასთან ერთად განსაკუთრებით მაღალ კლასებში მოსწავლეებმა მნიშვნელოვანია შეისწავლონ CV-ისა და აპლიკაციის შევსება, რათა მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში ან პოზიციაზე ან ზოგადად დაეუფლონ მოლაპარაკებების ხელოვნებას. ამავდროულად დავიწყე თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, რომელიც ზრუნავს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ლაშქრობის და ექსტრემალურ პირობებში თვითგადარჩენის შესწავლით. დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის შესახებ აუდიტორია მალე შეიტყობს. ამავდროულად ვაკვირდები ცნობილ ბლოგერებს სამოგზაურო კონტენტიდან, რომლებიც მალე გვესტუმრებიან.
🗣️- როგორც გავიგე უკვე აქტიურად დაიწყეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც ცალსახად დასაფასებელია. გავაგრძელოთ ინტერვიუ და ჩემი შემდეგი კითხვა ასეთია: როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი?
👩🎓- ჩემი აზრით, კარგ ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს სამი ძირითადი თვისება, რომელთა გარეშეც ის უბრალოდ ვერ იქნება ლიდერი. უპირველესად მას უნდა სწამდეს საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ თან ამას თან უნდა ახლდეს ინოვაციური აზროვნების უნარი, რათა პრობლემების გადაჭრა სწრაფად მოახერხოს და რაც მთავარია, უნდა შეეძლოს თანაგუნდელი ძლიერი მხარის პოვნა და მისი მაქსიმალური რეალიზაცია. ვთვლი, რომ ამ სამი თვისების გარეშე რთულია გუნდის შესაბამისად მართვა.
🗣️- საინტერესოა თქვენი წარმოდგენა ლიდერობის შესახებ, თუმცა ამავდროულად გკითხავთ, რა პრინციპებს დაეფუძნება თქვენი და დესპანთა ერთობლივი მუშაობა?
👩🎓- დესპანებთან მექნება შემდეგი ტიპის მიდგომა: თითოეული დესპანი ჩვენს შეხვედრებზე დააფიქსირებს თავისი და თავის კლასის აზრს, გამოწვევებსა და სურვილებს. ზემოთ ნახსენების გაანალიზებისა და დაკვირვების შედეგად ჩვენ ვიზრუნებთ გუნდური მუშაობით დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანები. ასეთია ჩემი მუშაობის პრინციპი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში მოსწავლეები ჭკვიანურად შეაფასებს თითოეული კანდიდატის მზაობას ამ დიდი პასუხისმგებლობის მიმართ და მიიღებენ სწორ და საღ გადაწყვეტილებას."
🥳 🥳 წარმატებას ვუსურვებთ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს.