👧🏻ჩვენი რუბრიკა, "წარმატებული პრომეთელი",
ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ მიღწევებს გაცნობთ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი, მე-10 კლასის მოსწავლე - ეკატერინე ყალიჩავა გახლავთ.
🗣️ეკატერინე მოგვიყვა მის საზაფხულო გამოცდილებაზე რომელსაც გთავაზობთ ინტერვიუს სახით.
💡"კანტის აკადემიის საზაფხულო პროექტში კივიღე მონაწილეობა. ეს იყო გაეროს მოდელირება ბრიუსელში, MUN 2025 Brussels.
📑კანტის აკადემიაში გავიარე გასაუბრება, რის შემდეგაც ჩამსვევ პროექტში, მქონდა ერთ თვიანი პროექტები და ივლისის ბოლოს გავემგზავრეთ ბრიუსელში სადაც მე ვიყავი იორდანიის წარმომადგენელი (The delegation of Jordan) ევროკავშირში (EUCO) კომიტეტზე წარვადგინე იორდანიაში არსებული პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები.
🏆კონფერენცია გრძელდებოდა 3 დღის განმავლობაში და ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. მე დამაჯილდოვეს დიპლომით, როგორც ევროკავშირში იორდანიის წარმომადგენელს.
📌დანარჩენი სამი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინგერესო და შემეცნებითი ტური, სადაც მოვინახულე:
✅ბრიუსელის პარლამენტი
✅ევროკავშირის შენობა
✅ბრიუსელის ღირშესანიშნაობები.
❤️❤️როდესაც მე კანტის აკადემიაში გავდიოდი გასაუბრებას, ძალიან დიდი პატივისცემით შემხვდნენ როგორც პრომეთელს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემი იყო."
🥳🥳წარმატებები ეკატერინეს ინტელექტუალურ გზაზე.