• მთავარი
  • სკოლის შესახებ
    • მოკლედ სკოლის შესახებ
    • მოსწავლეთათვის
    • მშობელთათვის
    • წარჩინებული პრომეთელები
  • განრიგები
    • სასწავლო წლის კალენდარი
    • დღის რეჟიმი
    • ღონისძიებების კალენდარი
    • რეიტინგული წერები
    • გახანგრძლივებული სწავლების რეჟიმი
  • სიახლეები
  • წრეები
  • კონტაქტი
  • მიღება
    • მოსწავლეთა მიღების წესი
    • განაცხადი
ძებნა
მთავარი • სიახლეები
✍️✍️წერილი რომიდან
2025-09-25
"სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეში” სწავლა 22 სექტემბერს დაიწყო. ჩემი ფორმა ოთახშია ჩამოკიდებული, ჩემი ძველი წიგნები კი ჩემი უკვე მე-7 კლასელი ძმის ოთახში დევს. 
რთულია თორმეტი წლის შემდეგ იმის წარმოდგენა, რომ სკოლაში აღარ დაბრუნდები როგორც მოსწავლე. იმდენად ხშირად ვეღარ ნახავ იმ ადამიანებს,რომლებსაც ყოველდღიურად ხედავდი, ესაუბრებოდი, ემეგობრებოდი… 
აღარც დაფასთან გაგიძახებენ, არც გაკვეთილის მოყოლას გთხოვენ… 
რამდენადაც ნაწილობრივ შვებას გრძნობ, იმდენად გულის სიღრმეში გენატრება თითოეული მოგონება და ემოცია.
სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეში” სწავლა მარტივი არასდროს ყოფილა. შრომატევადი სამუშაო, დატვირთული გრაფიკი, მუდმივი მეცადინეობა, რაც უდავოდ დამღლელი იყო, მაგრამ სწორედ სკოლამ ითამაშა უდიდესი როლი ჩემი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაში.
დღეს ძალიან დიდ ნოსტალგიას ვგრძნობ. მენატრებიან ჩემი დიდი და პატარა მეგობრები, მასწავლებლები…
მენატრება თანაკლუბელებთან ერთად ღონისძიებების დაგეგმვა, პატარებთან ჩატარებული გაკვეთილები, მათი ულევი სითბო და პატარა გულებით ნაჩუქარი ნახატები…
აღსანიშნავია ის სასიამოვნო ფაქტი,რომ #პრომეთელები პატარა ასაკიდანვე იწყებენ საქველმოქმედო ღონისძიებებში ჩართვას და ასაკის მატებასთაბ ერთად აანალიზებენ სიკეთისა და სხვების დახმარების უდიდეს მნიშვნელობას.
ვულოცავ თითოეულ პრომეთელს, განსაკუთრებით კი პირველ კლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას.
მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ 12 წლის წინ სწორედ სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს” მოსწავლე გავხდი. განსაკუთრებით დასაფასებელია ის ულევი შრომა,რომელსაც მასწავლებლები თითოეულ გაკვეთილში დებენ.
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს, შეუფასებელი ცოდნის მოცემისთვის, ჩემს პატარა და დიდ მეგობრებს მუდმივი სითბოსა და სიყვარულისთვის და რა თქმა უნდა, სკოლის დირექციას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მაღალი დონის განათლების მოცემისა და თითოეული იდეისა თუ წამოწყების მხარდაჭერისთვის.
უკვე პირველ კურსელი ვარ. ვსწავლობ რომში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტში. 
ვარ მოტივირებული, ბედნიერი და მაქვს ცოდნის ის უმთავრესი ბაზა, რომელიც ჩემმა სკოლამ თორმეტი წლის განმავლობაში დაუნანებლად შემიქმნა. 
ძალიან მიყვარხართ და მენატრებით.
მუდამ პრომეთელი, თქვენი ნუცა სამხარაძე."
🎯 🎯 ჩვენს რუბრიკაში, "წარმატებული პრომეთელი", არაერთხელ მოხვედრილა ნუცას შესახებ საინტერესო ინფორმაცია. ამ წერილმა გაგვახარა და ვულოცავთ მას ჯონ კაბოტის ამერიკულ უნივერსიტეტში პირველკურსელობას. 
👩🏻 ნუცა @John Cabot University - ში საპრეზიდენტო გრანტით საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ის ასევე დაფინანსებით მიიღო ევროპის ცხრა მაღალრეიტინგულმა უნივერსიტეტმა. თუმცა არჩევანი რომში არსებულ უნივერსიტეტზე შეაჩერა.
❣️ ❣️ წარმატებები ჩვენს კურსდამთავრებულს და მისგან ველოდებით მუდამ კარგ სიახლეებს.

(+995 32) 2 497 447

კანცელარია (100)

PR მენეჯერი (504)

თბილისი
მუხიანის დასახლება, მე-4 ბ მ/რ

info@promete.ge
s.p.s.promete@gmail.com

პრომეთე ლოგო
  • მთავარი
  • სკოლის შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მოსწავლეთათვის
    • მშობელთათვის
  • განრიგები
    • სასწავლო წლის კალენდარი
    • დღის რეჟიმი
    • ღონისძიებების კალენდარი
    • რეიტინგული წერები
    • გახანგრძლივებული სწავლების რეჟიმი
  • სიახლეები
  • წრეები
  • კონტაქტი
  • მიღება
    • მოსწავლეთა მიღების წესი
    • განაცხადი

All Rights Reserved © promete.ge 2024