♟️ ♟️სკოლა ლიცეუმ პრომეთეში ჩატარდა შიდა საკლასო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში.
👧 🧑 მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები, მეორე კლასებიდან მეხუთე კლასების ჩათვლით.
🎯 🎯 თითოეული კლასიდან ერთი გუნდი. გუნდი დაკომპლექტებული იყო სამი ბიჭისა და ერთი გოგონასგან. ტურნირში სულ მონაწილეობდა 72 მოსწავლე.
✅️ მისი ხასიათიდან გამომდინარე ტურნირი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. მასწავლებლების გადაწყვეტილებით გამოყენებული იყო წრიული სისტემა, რაც მოიაზრებს პარალელი კლასელების ყველასთან თამაშს რათა გარკვეულიყო ყველაზე ძლიერი კლასი.
📗 გამარჯვებული გუნდებიდან ყველა მონაწილეს გადაეცა რვეული ჭადრაკის ამოცანებით და სპეციალური პრიზები.
🏆 🏆 ხოლო ჭადრაკის მასწავლებლების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ ტურნირის გამარჯვებულებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე ბიჭს და გოგოს.
📜 📜 გარდა გამარჯვებულებისა და სპეციალურად დაწესებული პრიზებისა თითოეულ ბავშვს გადაეცა სიგელი ტურნირში მონაწილეობისთვის.
🙏 🙏 მადლობა თითოეულ მონაწილეს და ჭადრაკის პედაგოგებს, ტურნირის ორგანიზატორს - ლუკა ლიჩელს და აკაკი ყალიჩავას.