ღონისძიება
♻️🧵 ევროკავშირის🇪🇺 ინიციატივა „საქართველო მწვანე მომავლისკენ“,
ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
რა მოხდება, თუ მწვანე მომავალსა და ცირკულარულ პრაქტიკებზე ფიქრი საკლასო ოთახიდან დაიწყება?🌱
♻️🧵 ევროკავშირის🇪🇺 ინიციატივა „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, კამპანიის “აირჩიე გონივრულად” ფარგლებში, იწყებს ვორქშოპების სერიას სკოლებში. სახალისო ვოქრშოპი “მწვანე საწყისები” ტექსტილის ცირკულარობაზე სოციალურ საწარმო „ვინტილატორთან“ პარტნიორობით ტარდება.
ინტერაქციული სესიების და ვიდეო სახელმძღვანელოების საშუალებით, მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გადააფასონ, შეაკეთონ და ხელახლა გამოიყენონ ნივთები. ვორქშოპები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
გონივრული არჩევანი ადრეული ასაკიდან იწყება.💡🌿