← კალენდარზე დაბრუნება

ღონისძიება

📣 📣 საქველმოქმედო საშემოდგომო ბაზრობა - "ჩოხელობა"

ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025

თარიღი
15 ოქტომბერი, 2025
დასაწყისი
12:15
ხანგრძლივობა
3 საათი
ორგანიზატორი
სკოლა-ლიცეუმი პრომეთე
⏰ 15 ოქტომბერს, ქართული ტრადიციების კვირეულის ფარგლებში, სკოლა-ლიცეუმ პრომეთეში,  მოეწყობა - საშემოდგომო საქველმოქმედო ბაზრობა.
✅️ პრომეთელები მშობლებთან ერთად მოამზადებენ და წარადგენენ გასაყიდ პროდუქციას
✅️ გაგვაცნობენ ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტებს და ქართული სიმღერის მრავალხმიანობის ისტორიას
✅ ეზოში გაიმართება ქართული ცეკვების მარათონი
✅️ სახალისო თამაშები
📍 📍 შემოსული თანხა გადაეცემა გოდერძი ჩოხელის ოჯახს (ტრადიციულად), ნიკა ჩოხელის გამოჯანმრთელებისათვის.
‼️ გელოდებით ‼️
✔️ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე❗️